კონფიდენციალურობა
მონაცემების წაშლა
თუ REWEAR-ს Instagram-ზე ან Facebook-ზე მისწერე, ჩვენი ავტომატური ასისტენტი ინახავს მხოლოდ საუბრის მდგომარეობას: შენს იდენტიფიკატორს ამ პლატფორმაზე, ნივთს, რომელზეც გვკითხე, და დროს. მესიჯების ტექსტს არ ვინახავთ, გარდა იმ კითხვებისა, რომლებზეც ბოტმა პასუხი ვერ იპოვა: ისინი ინახება ანონიმურად, შენი იდენტიფიკატორის გარეშე, მაქსიმუმ 90 დღე.
ამ მონაცემების ან შენი ანგარიშის წასაშლელად მოგვწერე: hello@rewear.ge. მიუთითე, სად მოგვწერე (Instagram ან Facebook) და შენი სახელი იმ პლატფორმაზე. წაშლას დაგიდასტურებთ ელფოსტით.
საიტზე ანგარიშის მქონე მომხმარებლებს იგივე მისამართზე შეუძლიათ ანგარიშის და შეკვეთების მონაცემების წაშლის მოთხოვნა. შეკვეთის ის მონაცემები, რომლის შენახვასაც კანონი გვავალდებულებს, შეინახება კანონით დადგენილი ვადით.