დახმარება
მიწოდება
თბილისში ჩვენი კურიერი მოგიტანს და კარებთან მოიზომებ. რეგიონებში საფოსტო სერვისით ვაგზავნით, ტრეკინგით.
თბილისი
- ფასი
- 6 ₾
- უფასო
- 120 ₾-დან
- ვადა
- 1–3 სამუშაო დღე
- ვინ
- ჩვენი კურიერი
იმავე დღეს: 10-15 ₾, ლოკაციის მიხედვით. მოგვწერე და დაგიდასტურებთ.
კურიერი მიტანის დღეს წინასწარ დაგირეკავს. კარებთან 5 წუთი მოზომვისთვის: თუ არ მოგერგო, იქვე უბრუნებ და მხოლოდ მიტანას იხდი.
რეგიონები
- ფასი
- დასადასტურებელი
- დადასტურება
- 24 საათში
- ვინ
- საფოსტო სერვისი
- ტრეკინგი
- კი
რეგიონებში ვაგზავნით საფოსტო სერვისით. ტარიფს და ვადას შეკვეთის მიღებიდან 24 საათში დაგიდასტურებთ.
ჯავშანი და მომზადება
შეკვეთისას ნივთი 20 წუთით შენზე იჯავშნება, სანამ დაგიკავშირდებით. დადასტურების შემდეგ მომზადებას 1 სამუშაო დღე სჭირდება.
ხშირი კითხვები
შემიძლია კარებთან მოვიზომო?+
კი, თბილისში 5 წუთი მოზომვისთვის. თუ არ მოგერგო, კურიერს იქვე უბრუნებ და მხოლოდ მიტანის საფასურს იხდი.
რა ხდება, თუ ჯავშნის დრო ამოიწურა?+
ნივთი ავტომატურად უბრუნდება გაყიდვას. თუ მაინც გინდა, თავიდან შეუკვეთე ან მოგვწერე.
ორი ნივთი შევუკვეთე, ერთი უკვე გაყიდულა?+
შეკვეთა ყველა ნივთზე ერთად ჯავშნდება. თუ რომელიმე აღარ არის, შეკვეთა არ გაფორმდება და გეტყვით რომელი.