დახმარება
ხშირი კითხვები
პირველად ყიდულობ? აქ ყველაზე ხშირ კითხვებზე პასუხებია. თუ შენი კითხვა არ არის, მოგვწერე Instagram-ზე.
შეკვეთა
როგორ შევუკვეთო?+
აირჩიე ნივთი საიტზე, დააჭირე „კალათაში“, მერე „შეკვეთა“. შეავსე სახელი, ტელეფონი და მისამართი, აირჩიე მიტანა და გადახდა.
რეგისტრაცია აუცილებელია?+
არა, შეკვეთა ანგარიშის გარეშეც შეგიძლია. ანგარიშით შენი შეკვეთები და მათი სტატუსი ერთ ადგილას ჩანს.
ნივთი რამდენი ცალია?+
ყველა ნივთი ერთ ეგზემპლარადაა. ვინც პირველი შეუკვეთავს, მისია.
შეიძლება ნივთი დამიჯავშნოთ?+
ნივთი იჯავშნება შეკვეთის გაფორმებისას, 20 წუთით, სანამ გადახდას ან დადასტურებას ველით. კალათაში დამატება ნივთს არ ჯავშნის.
რამდენიმე ნივთის ერთად შეკვეთა შეიძლება?+
კი, კალათაში რამდენიმე ნივთი დაამატე და ერთ შეკვეთად გააფორმე. მიტანას ერთხელ იხდი.
შეკვეთის მერე რა ხდება?+
შეკვეთის დადასტურების შემდეგ ნივთს 1 სამუშაო დღეში ვამზადებთ და გიგზავნით. სტატუსს შეკვეთის გვერდზე ან ანგარიშში ნახავ.
გადახდა
ბარათით გადახდა შეიძლება?+
ჯერ არა. გადახდა შეიძლება საბანკო გადარიცხვით, ან თბილისში ნაღდით კურიერთან.
რატომ არის გადასარიცხი თანხა რამდენიმე თეთრით ნაკლები?+
ყოველ შეკვეთას ცოტა განსხვავებული თანხა აქვს, რომ შენი გადარიცხვა სწრაფად ვიცნოთ. გადარიცხე ზუსტად ის თანხა, რაც შეკვეთის გვერდზე წერია.
რამდენი დრო მაქვს გადასარიცხად?+
შეკვეთის გვერდზე ტაიმერი ჩანს. გადარიცხე და ქვითარი ატვირთე იმავე გვერდზე.
ქვითარი სად ავტვირთო?+
შეკვეთის გვერდზე, გადარიცხვის ინსტრუქციის ქვეშ. ფოტო ან სქრინი საკმარისია.
განვადება გაქვთ?+
განვადება ჯერ არ გვაქვს.
მიტანა
კარებთან მოზომვა შეიძლება?+
თბილისში კი, კურიერთან 5 წუთი გაქვს მოსაზომად. თუ არ მოგერგო, იქვე უბრუნებ და მხოლოდ მიტანას იხდი.
რეგიონებში აგზავნით?+
კი, საფოსტო სერვისით, ტრეკინგით. ტარიფს და ვადას შეკვეთის მიღებიდან 24 საათში დაგიდასტურებთ.
უფასო მიტანა გაქვთ?+
თბილისში 120 ₾-დან მიტანა უფასოა. ნაკლებ თანხაზე 6 ₾ ღირს.
იმავე დღეს მოგაქვთ?+
კი, თბილისში იმავე დღეს მიტანა 10-15 ₾ ღირს, ლოკაციის მიხედვით. მოგვწერე და დაგიდასტურებთ.
კურიერი დამირეკავს?+
კი, მიტანის დღეს კურიერი წინასწარ დაგირეკავს.
რა არის SMS-ით მოსული კოდი?+
ეს ჩაბარების კოდია. კურიერს უთხარი, როცა ნივთს მიიღებ, და ასე დავადასტურებთ, რომ შეკვეთა შენ ჩაიბარე.
ნივთები და ხარისხი
ნივთები გარეცხილია?+
კი, ყველა ნივთი გარეცხილი ან ქიმწმენდაგავლილია, სუნისა და ლაქების გარეშე.
საიდან არის ნივთები?+
ვყიდულობთ საბითუმო პარტიებს ევროპიდან, ვარჩევთ საუკეთესოს, ვრეცხავთ და თითოეულს ვამოწმებთ.
რას ნიშნავს A და B კლასი?+
კლასი ნივთის მდგომარეობაა. B ნიშნავს, რომ ნივთს მცირე ხარვეზი აქვს, მაგალითად გახუნებული ფერი ან პატარა ლაქა. ყოველი ხარვეზი აღწერაშია და ფოტოზე ჩანს, ფასიც ამის მიხედვითაა.
ხარვეზები ფოტოზე ჩანს?+
კი, ყოველი ხარვეზი აღწერაშია და ფოტოზე ჩანს. თუ მიღებისას აღწერაში არარსებულ ხარვეზს აღმოაჩენ, 48 საათში დაგვიბრუნე და თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
დამატებითი ფოტოს გამოგზავნა შეიძლება?+
კი, დაწერე რომელი ნივთის და რა კუთხიდან გინდა, და ჩვენი გუნდი გამოგიგზავნის.
ახალი ნივთები როდის ემატება?+
ახალ ნივთებს რეგულარულად ვამატებთ. გამოგვიწერე Instagram-ზე, რომ არ გამოგრჩეს.
გაყიდული ნივთი ისევ იქნება?+
არა, ყველა ნივთი ერთ ეგზემპლარადაა. მსგავსი ნივთები ხშირად ემატება, გამოგვიწერე.
ნივთის შენახვა შეიძლება მოგვიანებით?+
ნივთზე ❤️ დააჭირე და სურვილების სიაში შეინახება. გაითვალისწინე, რომ ეს ნივთს არ ჯავშნის.
ზომები
რას ნიშნავს „მოერგება M/L“?+
ეს ის ზომებია, რომლებსაც ნივთი რეალურად ერგება. თუ ჩვეულებრივ M გაცვია და წერია „მოერგება M/L“, თამამად აიღე.
ოვერსაიზად როგორ ავირჩიო?+
ჰუდებსა და სვიტშოტებზე ხშირად რამდენიმე ზომას ვუთითებთ: პატარაზე ოვერსაიზად ჯდება, დიდზე ჩვეულებრივად.
იარლიყზე სხვა ზომა წერია?+
იარლიყის ზომაც ჩანს, მაგრამ ზუსტად ვუთითებთ, რომელ S/M/L-ს ერგება რეალურად. ორიენტირად ის გამოიყენე.
დაბრუნება
თუ არ მომერგო, დაბრუნება შეიძლება?+
თბილისში კარებთან მოიზომე და თუ არ მოგერგო, კურიერს იქვე უბრუნებ. სხვა შემთხვევაში 3 დღეში დაგვიბრუნე იმავე მდგომარეობაში, იარლიყით. თანხას ვაბრუნებთ მიტანის საფასურის გარდა.
თუ ნივთი აღწერას არ ემთხვევა?+
მიღებიდან 48 საათში მოგვწერე ფოტოთი. სრულ თანხას დაგიბრუნებთ ან სხვა ნივთში გაგიცვლით, ტრანსპორტირება ჩვენზეა.
რა არ ბრუნდება?+
ნატარები ან დაზიანებული ნივთი, ქუდები ჰიგიენური მიზეზით, და ხარვეზები, რომლებიც აღწერაში ეწერა.
სხვა
პრომო კოდი სად ჩავწერო?+
შეკვეთის გაფორმებისას, პრომო კოდის ველში. ერთ შეკვეთაზე ერთი კოდი მოქმედებს.
რა არის „ხაზები“?+
ხაზები ჩვენი მეგობრების და ინფლუენსერების გარდერობიდან შერჩეული ნივთებია.
შეფასების დაწერა როგორ შემიძლია?+
შეკვეთის ჩაბარების მერე SMS-ით მოგივა ბმული. შეფასებას მხოლოდ მყიდველები წერენ.
როდის მპასუხობთ?+
ყოველდღე 11:00-დან 21:00-მდე. ყველაზე სწრაფად Instagram-ზე ვპასუხობთ.
ჩემს მონაცემებს რას უკეთებთ?+
ვინახავთ მხოლოდ იმას, რაც შეკვეთისთვის გვჭირდება, და არავის ვყიდით.